ჩვენს შესახებ

ჩვენ გახლავართ ხის ასაწყობი კოტეჯების, ბაღის სახლებისა და ფანჩატურების მწარმოებელი კომპანია „ვგ ჰაუსი“. ჩვენს საპროექტო ოფისში, გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, როგორც მზა, ასევე ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ პროექტებს ამზადებენ. თითოეული
პროდუქტი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა 44მმ იანი ფიჭვის ხისგან. ჩვენი მთავარი უპირატესობა კი მაღალი ხარისხი და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასი გახლავთ.

ჩვენი საწარმო მდებარეობს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე, რაც საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა ქვეყნებს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით ვისარგებლოთ. შესაბამისად ფოთის თიზ-ში წარმოებულ პროდუქციაზე ჩვენ გაგვაჩნია ქართული წარმოშობის პრეფერენცირებული სერთიფიკატები სხვადასხვა ბაზრებისთვის. გარდა ამისა ფოთის პორტთან სიახლოვე, საერთაშორისო სარკინიგზო და სახმელეთო მაგისტრალებზე პირდაპირი წვდომა და უძველესი აბრეშუმის გზის დამაკავშირებელი სტრატეგიული მდებარეობა ხელს გვიწყობს, სწრაფად და შეუფერხებლად მივაწოდოთ პროდუქცია მომხმარებელს როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.